სროლა ჯორჯიის შტატში - არის მსხვერპლი 

16 ივლ 2023

აშშ-ში, დასავლეთ ჯორჯიის ქალაქ ჰემპტონში, სროლის დროს 4 ადამიანი დაიღუპა.  პოლიციას ეჭვმიტანილი ჯერჯერობით არ დაუკავებია, თუმცა დამნაშავე იდენტიფიცირებულია. სამართლადამცავების თქმით, 40 წლის კაცმა 3 კაცი და 1 ქალი მოკლა.

უცნობია სროლის მოტივი. პოლიცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ეჭვმიტანილის ანდრე ლონგმორის გამოჩენის შემთხვევაში მას არ მიუახლოვდნენ, რადგან შეიარაღებულია.

ნებისმიერი ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით 10 ათასი დოლარია დაწესებული.