18 ივლ 2023
საქართველოს ელჩი, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გარემოს დაცვის მომხსენებელთა ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას 46-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერა ჰქონდა.
საქართველოს წარმომადგენელი პირველად გახდა მომხსენებელთა ჯგუფის თავმჯდომარე.