ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომა

18 ივლ 2023

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალგაზრდა წევრები სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე დაინიშნენ. როგორც სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი პარტიაში ჩატარებულ არჩევნებზე ერთ-ერთი დაპირება იყო, რაც შესრულდა. გაგრძელდება ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა და აუცილებლად ერთად შევქმნით გამარჯვების პლატფორმას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.