''დემოკრატიის ინსტიტუტის'' ახალი პროექტი

22 თებ 2017

“დემოკრატიის ინსტიტუტი” ახალ პროექტს ახორციელებს.  ინიციატივა, ,, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერთა მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბენეფიციართათვის სოციალური საწარმოებისა და საოჯახო ბიზნესების ამოქმედება და მათი სტაჟირება-გადამზადება. ასევე მოხდება ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა და მათი ოჯახებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ორი წლის განმავლობაში განხორციელდება.