უცხოეთის კლინიკებში ბავშვების მკურნალობისთვის განაცხადების მიღება იწყება

21 ივლ 2023

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოსთან ერთად თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში ექნებათ, რომელთა წამყვან კლინიკებთან კონტრაქტებს ხელი უკვე მოეწერა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, განაცხადების მიღება ორშაბათიდან დაიწყება.