რუს სამხედრო ბლოგერს იგორ გირკინს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

22 ივლ 2023

ექსტრემიზმის ბრალდებით ულტრანაციონალისტი, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი იგორ გირკინი დააკავეს.

ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა გირკინი სახლიდან შუადღისთვის გაიყვანეს. 

გირკინის ტელეგრამ-არხზე მისმა ცოლმა, მიროსლავ რეგინსკამ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ის სახლში არ იყო, როდესაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. მისი თქმით, ქმრის მეგობრებისგან გაიგო, რომ გირკინი ეჭვმიტანილია ექსტრემიზმში.