89 ხმით, 20-ის წინააღმდეგ პარლამენტმა ე.წ მოსმენების კანონი მიიღო

22 თებ 2017

ხანგრძლივი განხილვისა და დისკუსიის შემდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით - 89 ხმით, 20-ის წინააღმდეგ, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო. კენჭისყრაზე 18 კანონპროექტი დადგა, რომელთა პირველი მოსმენით განხილვის პროცესი სამი სასესიო დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.