მესამე სექტორის შეფასება

18 მაი 2016

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კლინიკა “მედინაში” მომხდარ ინციდენტზე ჩატარებული მოკვლევის შედეგები წარადგინეს. მათი შეფასებით, სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ადგილი ჰქონდა პაციენტის უფლებების დარღვევას. რაც შეეხება კლინიკა “მედინა”-ს წარმომადგენლების პოზიციას, ისინი მოკვლევის შედეგებს არ ეთანხმებიან და განცხადების გაკეთებას სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ დასკვნის მომზადების შემდეგ გეგმავენ. შემთხვევა კლინიკაში ორი თვის წინ მოხდა.