კავკასიის ღია ჩემპიონატი კიოკუშინკაიში 

23 ივლ 2023

კარატე კიოკუშინკაიში დღეს კავკასიის ღია ჩემპიონატი გაიმართა. ქობულეთში მიმდინარე ტურნირში 5 ქვეყნის 200 ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

შეჯიბრებები, როგორც ვაჟთა ასევე გოგონათა შორის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გაიმართა.

ჩემპიონატის მიზანი, სპორტსმენებს შორის გამოცდილების გაზიარება და სპორტული ტურიზმის განვითარებაა.