ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველი ტანმოვარჯიშე მედლისთვის იბრძოლებს

26 ივლ 2023

სლოვენიის ქალაქ მარობორში მიმდინარე ევროპის ზაფხულის მე-17 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟთა შორის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა.

ქართველმა ტანმოვარჯიშემ, დაჩი დოლიძემ უშეცდომოდ იასპარეზა ტაიჭზე, შემდგომ კი – პარალელურ ორძელზე და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ფინალური ასპარეზობა 28 ივლისს გაიმართება.