გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას „სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოსნიის ჩემპიონი დაამარცხა

26 ივლ 2023

გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას ბრატისლავის „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად ბოსნიის ჩემპიონს, „ზრინსკის“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ვლადიმერ ვაისმა ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც მიიღეს 7,3. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევრის დასაწყისში 53-ე წუთზე კი „სლოვანი“ ზუბერუმ დააწინაურა და ანგარიში აღარ შეცვლილა. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ბრატისლავის „სლოვანი“ „ზრინსკის“ შინ პირველ აგვისტოს უმასპინძლებს.