ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ჩინური მედია აშუქებს

27 ივლ 2023

ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშია. ტელევიზიებით უკვე გაშუქდა საქართველოს პრემიერის ჩენგტუში ჩაფრენა და ოფიციალური დახვედრის ცერემონია.

მედია საშუალებები ასევე ეხმაურებიან ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრებს.