სოფო ჯაფარიძის განცხადება

28 ივლ 2023

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ სისტემური ფორმა მიიღო - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის"  წევრი სოფო ჯაფარიძე. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერია და მან სახალხო დამცველს და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, რაც შეიძლება დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ამასთან დაკავშირებით.