Crystal Waters ბათუმშია

29 ივლ 2023

ამერიკელი მომღერალი კრისტალ უოტერსი ბათუმშია. 80-90-იანების ვარსკვლავი თავად ქმნის საკუთარ სინგლებს. ის, 2007 წლიდან ისევ ატიურად გამოჩნდა სცენაზე. სწორედ ამ პერიოდში გაჰიტდა მისი სიმღერა Destination Calabria.  

მისი ყველაზე ცნობილი სიმღერებია 100% Pure Love, Gypsy Woman. აღსანიშნავია, კრისტალ უოტერსი საუკეთესოდ ითვლება საცეკვაო ჟანრში. ის არაერთი მუსიკალური ჯილდოს მფლობელია.

ამერიკელი ვარსკვლავის კონცერტი ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში გვიან ღამი დაიწყება.

როგორც თავად ამბობს, ის ყველა ცნობილ ჰიტს სეასრულებს და დაუვიწყარ შოუს აჩუქებს ქართველ მსმენელს.

მომღერალი მეორედ იმყოფება საქართველოში და პირველადაა ბათუმში.