ძალოსნების ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან 

30 ივლ 2023

ბუქარესტში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენები წარმატებით გამოსვლას აგრძელებენ.

23-წლამდელთა შორის 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კახი ასანიძემ და არჩილ მალაყმაძემ იასპარეზეს, რომლებმაც მეორე და მესამე ადგილები გაიყვეს.