აფეთქება ტაილანდში

30 ივლ 2023

სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა ტაილანდში, ფეიერვერკის საწყობის აფეთქების შედეგად. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია. დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. 

მედიის ცნობით, აფეთქება სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. ასევე დაზიანდა მიმდებარე შენობები, ჩაიმსხვრა ფანჯრები და ჩამოინგრა სახურავები.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.