პუტინი ისევ იმუქრება

30 ივლ 2023

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს ნატოს-თან პირდაპირი სამხედრო შეტაკება არ სურს, მაგრამ თუ ვინმე მოისურვებს, მოსკოვი ამისთვის მზადაა. პუტინის თქმით, რუსეთი ნებისმიერი სცენარისთვის არის მზად.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით აშშ-ის ინიციატივით სპეციალური მექანიზმი შეიქმნა.

ასევე გარკვეული უწყებების ხელმძღვანელები უშუალოდ ურთიერთობენ ერთმანეთთან და აქვთ შესაძლებლობა კონსულტაციები გამართონ. პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი მექანიზმი აჩვენებს, რომ მხარეებს პირდაპირი დაპირისპირების სურვილი არ აქვთ.