პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა 

30 ივლ 2023

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში გრძელდება - ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა პეკინის კულტურისა და ენის უნივერსიტეტში, სადაც შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა.

პრემიერმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის მზარდ სტრატეგიულ ურთიერთობაზე და ჩინეთის ხელისუფლების ჟესტი ამ ურთიერთობის ერთ-ერთ სიმბოლოდ მოიხსენია.