„ასტორია გრანდე“ არ არის სანქცირებული - ეკონომიკის სამინისტრო

30 ივლ 2023

საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შემოსვლას გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, შემოსავლების სამსახურთან ერთად, ყოველდღიურად ამოწმებს იმ გემებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოდიან და იცავს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

გემი კი, რომელიც ბათუმის პორტში შემოვიდა, არცერთი ქვეყნის მიერ არ ყოფილა სანქცირებული.