ტრენინგი მედია საშუალებების წარმომადგენლებისთის

01 აგვ 2023

როგორ შევცვალოთ და  გავხადოთ გარემო სტერეოტიპებისგან თავისუფალი - აჭარაში მოქმედი მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა.  ვორქშოპი “პლურალიზმის მხარდაჭერა და სტერეოტიპებთან ბრძოლა” - პროექტის ფარგლებში  შედგა.  

პროექტის მიზანია ქვეყანაში შეიქმნას პლურალიზმისა და ტოლერანტობის ღირებულებებზე დაფუძნებული  სადისკუსიო პლატფორმა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესი.  პროექტის მთავარი სამიზნე აუდიტორია მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა.