ტრენინგი რეალტორებისთვის

01 აგვ 2023

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ ბათუმში, რეალტორებისთვის ეთიკის კოდექსის შესახებ ტრენინგ გამართა.

ტრენინგის მიზანია რეალტორების პროფესიული უნარების გაუმჯობესება და საქმიანობის ხელშეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ბათუმში მიმდინარე სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გამართეს.