13-16 აგვისტოს ბათუმში „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება

01 აგვ 2023

13-16 აგვისტოს ბათუმში, მუსიკალურ ცენტრში ანსამბლ ''სუხიშვილების'' სოლო კონცერტი გაიმართება. სუხიშვილები ბათუმელი მაყურებლის წინაშე ორგანყოფილებიანი პროგრამით წარსდგება.

შესრულდება როგორც კლასიკური, ასევე ხალხური და თანამედროვე ქორეოგრაფიული ნომრები.