აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

01 აგვ 2023

ამ წუთებში ბათუმის ნავსადგურში აქციის დროს დაკავებულების სასამართლო სხდომები მიმდინარეობს, რამდენიმესი კი უკვე დასრულდა. ერთ-ერთს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, ერთის სხდომა კი გადაიდო.

დღეს დაკავებულთა ნაწილი ადვოკატებმა მოინახულეს, ისინი ფიზიკურ დაზიანებებზე საუბრობენ.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები საკრუიზო გემის "ასტორია გრანდეს'' ბათუმის ნავსადგურში შემოსვლის დროს დააკავეს.