ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს

02 აგვ 2023

დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა საქმეზე, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას ეხება.

ტრამპს ბრალი ოთხი მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორისაა: შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუებისთვის, მოწმეების მოსყიდვა და შეთქმულება ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. ექსპრეზიდენტი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ხუთშაბათს უნდა გამოცხადდეს.

გამოძიება ფოკუსირებული იყო დონალდ ტრამპის ქმედებებზე ორთვიან პერიოდში: არჩევნებში მისი დამარცხებიდან კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე, როდესაც მისი მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ.