სტაჟირების პროგრამა პროკურატურაში

02 აგვ 2023

პროკურატურაში ერთწლიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ, სტაჟიორები პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოში პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობებზე დაინიშნენ.

2022-23 წლებში საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება 35 პირმა გაიარა.

სტაჟიორები ერთი წლის მანძილზე საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, სისტემატურად უტარდებოდათ შესაბამისი ტრენინგები, გამოცდები და მათ საქმიანობას სტაჟირების ხელმძღვანელები და მენტორები უძღვებოდნენ.