გიორგი ვაშაძის მიმართვა “ქართულ ოცნებას”

02 აგვ 2023

მინდა, „ქართულ ოცნებას“ და ამ რუსულ რეჟიმს ვუთხრა, არ დაგითმობთ ამ ქვეყანას, საქართველო ეკუთვნის ქართველებს და ქართველთა არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველო იქნება ძლიერი და ერთიანი.