სტიქიის შედეგად იაპონიაში 2 ადამიანი დაიღუპა

03 აგვ 2023

იაპონიის ოკინავასა და კაგოშიმას პროვინციებს ძლიერი ტაიფუნი „ხანუნი“ დაატყდა თავს. ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ელექტროენერგიის მიწოდება 166 000-ზე მეტ ადამიანს შეუწყდა.

სტიქიურ უბედურებას ოკინავას პროვინციაში სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, 41 კი დაშავდა.

ძლიერი ქარის გამო პროვინციის მთავარ აეროპორტ ნაჰადან ათობით ავიარეისი გადაიდო. ტაიფუნ „ხანუნის“ გამო ჩრდილოეთ ტაივანში დროებით დაიხურა სკოლები და სახელმწიფო დაწესებულებები.