სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

03 აგვ 2023

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ადგილზე ორი ვერტმფრენი მუშაობს.

„სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ორი ვერტმფრენი მუშაობს და იმუშავებენ, ვიდრე ყველა მოქალაქე არ იქნება გამოყვანილი სტიქიის ზონიდან“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.