ოლივერ ვარჰეი შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

05 აგვ 2023

ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი  შოვის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „"გულწრფელი სამძიმარი მინდა, გამოვუცხადო შოვში მეწყერის დროს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. იმედი მაქვს, სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებული იქნება. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვით ქართველი ხალხის გვერდით ვართ,"- ვკითხულობთ ოლივერ ვარჰეის განცხადებაში.