„ლიბერთი“ ბანკის ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

09 აგვ 2023

თბილისში, გლდანში, „ლიბერთი“ ბანკის ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.მოქალაქე შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე აიყვანეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა გუშინ, 8 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფული წაიღო.