იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა

09 აგვ 2023

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. არსებული მონაცემებით დაიღუპა 41 ადამიანი. გადარჩენილების ინფორმაციით, ნავი ტუნისიდან ევროპის მიმართულებით მიდიოდა და იტალიის სანაპიროსკენ გზად ჩაიძირა. მათი თქმით, ნავში სულ 45 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სამი ბავშვი.