წყალდიდობა ნორვეგიაში - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

11 აგვ 2023

ნორვეგიაში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკაუცია მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით სამხრეთ ნორვეგიაში ევაკუირებულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. წყალდიდობის გამო დაკეტილია მთავარი გზები და დიდ ნაწილში შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა.   მედიის ცნობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში მდინარეების ადიდებამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.