თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს შოვის ტრაგედიის გამო უსამძიმრებს
12 აგვ 2023
თურქეთის პრეზიდენტმა შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქი ხალხის სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.