12 აგვ 2023
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული და ძმა მეგი და გიგი გუტაშვილები დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ონის ცენტრში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა. მეგობრები ნათესავები და რიგითი ადამიანები დილიდან დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ადგილზე მივიდნენ. ტაძარში იმყოფებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.