პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა

13 აგვ 2023

პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარისკაცების ამოცანა იქნება პოლონეთის არმიის წვრთნა საველე პირობებში, ასევე მხარდაჭერა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.  მინისტრის თქმით ოპერაციაში, რომლის მიზანიც საზღვრის დახურვა და გამაგრებაა, პოლონური არმიის 4 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.