13 აგვ 2023
დასრულდა აჭარის ჩემპიონატი მკლავჭიდში. მასში 90 მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ფინალური შეხვედრების შემდეგ აჭარის ნაკრები სრულად დაკომპლექტდა. შეჯიბრში როგორც გოგონები ისე ვაჟები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს გადაეცათ მედლები და სიგელები. აღსანიშნავია, რომ აჭარიდან 8 სპორტმენი მალე მმსოფლიო ჩემპიონატზე გაემზავრება ყაზახეთში სადაც საქართველოს ღირსებას დაიცავენ.