ახალგაზრდა ლეგიონის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ

14 აგვ 2023

გიორგი მაზნიაშვილის ახალგაზრდა ლეგიონის კურსდამთავრებულების სერთიფიკატებით დაჯილდოვების ცერემონიალი პეტრას ციხის ტერიტორიაზე გაიმართა.

კურსანტები აქ ლეგიონის ბაზაზე სწავლობენ როგორც სამხედრო, ისე სალაშქრო და სტიქიური მოვლენების დროს საჭირო უნარ-ჩვევებს.

ლეგიონში 15-დან 40-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირება. სწავლება სამთვიანია.