მეწყერი ჰიმალაის მთებში - არის მსხვერპლი

14 აგვ 2023

ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მეწყერს, სულ მცირე, 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათეულობით კი დაკარგულად ითვლება.

''როიტერის'' ინფრომაციით, შტატის დედაქალაქში, შიმლაში ტაძარი ჩამოინგრა, საიდანაც, სულ მცირე, ცხრა ცხედარი ამოიყვანეს.

მოსახლეობის ნაწილი გადაყვანილია თავშესაფარში. ქალაქში დაიხურა სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები.