ტრაგედიის მე-13 დღე 

15 აგვ 2023

ვითარება სტიქიის ზონაში - შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, გუშინ მაშველებმა 25-ე ცხედარი იპოვეს, ამჟამად დაკარგულად ითვლება 8 ადამიანი.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

ბოლო მონაცემებით, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 26 პროცენტი დარჩა გადასამოწმებელი.