„ცესკოს საარჩევნო ბანაკი“

15 აგვ 2023

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით „ცესკოს საარჩევნო ბანაკი“ მიმდინარეობს ბაკურიანში. პროექტი, რომლის მიზანია მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება საარჩევნო სიახლეების და ტექნოლოგიების შესახებ რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

სწავლებაში 23-45 წლის მოქალაქეები მონაწილეობენ და 3 დღის განმავლობაში ისინი დეტალურად ეცნობიან საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობის სპეციფიკას, ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი სპეციალური აპარატების გამოყენებით საარჩევნო პროცედურების განხორციელებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

სწავლებას  საერთო ჯამში 500-მდე მონაწილე გაივლის.