ინდოეთში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა

16 აგვ 2023

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მსხვერპლის რიცხვმა შესაძლოა კიდევ მოიმატოს, რადგან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სტიქიური უბედურების დროს დაკარგულ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.

დაზიანებულია გზები და ელექტროგადამცემი ხაზები. ევაკუირებულია ათობით ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, მეწყრის ჩამოწოლა ძლიერმა წვიმამ და მყინვარების დნობამ გამოიწვია.