დომინიკის რესპუბლიკაში ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა

16 აგვ 2023

დომინიკის რესპუბლიკაში ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი” ავრცელებს.

დომინიკის რესპუბლიკაში, ქალაქ სან-კრისტობალში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 10 ადამიანი, დაშავდა 37, ხოლო 11 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. სამაშველო სამუშაოებში დაახლოებით 2 000-ზე მეტი მაშველია ჩართული.

როგორც მედია წერს, დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.