ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა 

16 აგვ 2023

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. დაიბომბა ხერსონი. დაშავდა ორი ადამიანი. თავდასხმა მოხდა დონეცკზეც. დაიღუპა 4 და დაშავდა 7 ადამიანი. დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

რუსულმა არმიამ დუნაიზე არსებული პორტი დაბომბა, დაზიანებულია მარცვლეულის საცავები.

უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს მტრის 13 უპილოტო საფრენი აპარატი ოდესისა და მიკოლაივის რეგიონებში.

უკრაინელმა ჯარებმა სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს.