თეთრი სახლის განცხადება

17 აგვ 2023

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საუბარია რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ ნატო-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე.

ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლების პოზიციაა, რომ მომავალში უკრაინა შეძლებს გახდეს ნატო-ს წევრი, რაც ვილნიუსში გამართულ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობამ დაადასტურა. 

შეგახსენებთ რომ  ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და ნატო-ში გაწევრიანების გზა იყოს.