მიწისძვრა კოლუმბიაში - არის მსხვერპლი

18 აგვ 2023

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში 6.3 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 1 ადამიანი. თავდაპირველ მიწისძვრას რამდენიმე წუთის შემდეგ განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა, რის გამოც მოსახლეობა იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია, მიმდებარე რეგიონებშიც.  განმეორებითი ბიძგების სიმძლავრე 4.8 და 5.6 მაგნიტუდას შეადგენდა.