ვითარება სტიქიის ზონაში

18 აგვ 2023

შოვში, სტიქიის ზონაში გუშინ კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაადასტურეს.

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს, მაშველები დაკარგულ 6 ადამიანს ეძებენ.

შეგახსენებთ რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.