ეკატერინე ჩავლეიშვილი საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა

19 აგვ 2023

ეკა ჩავლეიშვილი ნომინაციაზე – ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შემსრულებლად დასახელდა. ბათუმის დრამატული თეატრის არტისტი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინეს. ის მთავარ როლს თამთა მელაშვილის ნაწარმოების „ შაშვი, შაშვი მაყვალის“ მიხედვით გადაღებულ ფილმში ასრულებს.

ამავე ფესტივალზე საუკეთესო მხატვრულ ფილმად სწორედ „შაშვი, შაშვი მაყვალი'' დასახელდა. რეჟისორი ელენე ნავერიანია.