ისრაელში საპროტესტო ტალღა გრძელდება

20 აგვ 2023

ისრაელში საპროტესტო ტალღა კვლავ განახლდა. აქტივისტები მთავრობის სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ.

თელ ავივის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა, საპროტესტო აქციები გაიმართა ისრაელის სხვა ქალაქებშიც. მოქალაქეები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ 7 თვეზე მეტია ქუჩაში გამოდიან.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით იზღუდება უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება, რაც აქციის მონაწილეთა თქმით საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.