87:0 - ქართული არმიის მორაგბეთა გუნდმა ესპანეთი დაამარცხა

20 აგვ 2023

თავდაცვის მსოფლიო ჩემპიონატს რაგბიში საფრანგეთი მასპინძლობს.  ჩვენი არმიის მორაგბეთა ნაკრებმა პირველი მატჩი ესპანეთის თავდაცვის ძალების ეროვნულ გუნდთან გამართა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 87:0 დაამარცხა.

რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში ტარდება და ტურნირში 12 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს: ქართული არმიის ნაკრები მომდევნო მატჩს 23 აგვისტოს დიდ ბრიტანეთთან გამართავს.

რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ტარდება, საქართველოს თავდაცვის ძალების ნაკრები კი ტურნირში მესამედ მონაწილეობს.