“ოქროს ვარსკვლავები” – საბავშვო ფესტივალი ბათუმში

20 აგვ 2023

"ოქროს ვარსკვლავები" - ამ სახელწოდებით ბათუმის მუსიკალურ ცენტრში საბავშვო ფესტივალი გაიმართა. მონაწილეებმა ცნობილი ქართული ჰანგები შეასრულეს.

ღონისძიების დასასრულს სხვადასხვა მუსიკალური სკოლების ხელმძღვანელები და მათი აღსაზრდელები დააჯილდოვეს.

"ოქროს ვარსკვლავების" მიზანი ქართული სიმღერების პოპულარიზაციაა.